weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობის საკითხს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

16:40 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას.

EMC მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობით მიუთითებდა, რომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არსებობდა.

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული, სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევა სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი“, – განმარტავს განცხადებაში EMC.

უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, მოსამართლემ მხოლოდ შაბლონურად, ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე მიუთითა მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლის აბსტრაქტულ საფრთხეზე, რაც მოსამართლის განჩინების გაუქმების საფუძველია.

საჩივარში EMC ასევე აკრიტიკებს მორის მაჩალიკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების სუსტი დასაბუთების საკითხს და სასამართლოს სთხოვს, გადახედოს აღვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძვლებს.

მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მაჩალიკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]