weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოთი გაათავისუფლეს

22:19 შაბათი, 10 აგვისტო 2019

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, აღკვეთის ღონისძიება იმის გამო შეუცვალეს, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროკურატურამ შეცვალა წინასწარი პატიმრობა და გირაოთი გამომიშვეს. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა სასამართლო წინ არის, 17 სექტემბერს არის ჩანიშნული და ბრძოლა გაგრძელდება სიმართლის დასამტკიცებლად. არ ვაღიარებ წარდგენილ ბრალს. პარლამენტის წინ ვიყავი იმისთვის, რომ ხალხი დამეცვა“, – განაცხადა ბეჟან ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, სასამართლომ 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ბეჟან ლორთქიფანიძე და მასთან ერთად ხუთი პირი 25 ივლისს დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ლორთქიფანიძე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]