weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს

11:06 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პროტესტის ნიშნად დღეიდან შიმშილობას იწყებს. მეარაყიშვილის მოთხოვნაა, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები შეხვდნენ და მისი მდგომარეობით დაინტერესდნენ.

„დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით - მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ“, – წერს თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

ორ წელზე მეტია, რაც თამარ მეარაყიშვილს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება არ შეუძლია. ის 2017 წლის 16 აგვისტოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა და დოკუმენტები ჩამოართვა. ე.წ. პროკურატურა მას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება - საქართველოს მოქალაქეობის ქონის პარალელურად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და პარტია „ერთიანი ოსეთის“ მიმართ ცილისწამებას. მიმდინარე წლის ივლისში ახალგორის (ლენინგორის) რაიონულმა სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.

თამარ მეარაყიშვილმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების მხირდან უყურადღებობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული პროცესი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მისი გაჩუმებისა და მშობლიური ქალაქის დატოვების იძულების მცდელობად შეაფასა. 2018 წლის აპრილში ნინო ლომჯარიამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინა მეარაყიშვილის მიმართ, მისი და მისი ოჯახის უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის შემსუბუქების თვალსაზრისით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]