weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამდენიმე სამსახურში მუშაობა არ იკრძალება – კანონპროექტის ავტორი

12:10 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სპეკულაციურ ინტერპრეტაციას უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შრომის კოდექსით ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა შესაძლოა აიკრძალოს.

ცქიტიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი შრომით ურთიერთობებში უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაა, განსაკუთრებული კი დასაქმებულების ინტერესების დაცვაზე გაკეთდება.

„ხელოვნურად იქნა ატეხილი აჟიოტაჟი კონკრეტული პირების მიერ იმისთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესი სათავეშივე იყოს დისკრედიტებული.

კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას. იგი უკრძალავს დამსაქმებელს იძულებით, სამსახურიდან გაგდების მუქარით ან ნებისმიერი სხვა ფორმით აიძულოს დასაქმებული დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი ამუშაოს.

ბევრი სპეკულაცია იყო, მაგრამ კანონპროექტი სინამდვილეში გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვას; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გაცილებით მაღალ სტანდარტს; სტაჟირების ინსტიტუტის შემოღებას და სტაჟირების უფლებების დაცვას; სამუშაო დროის რეგულირებას და მონური შრომის აკრძალვას; ზეგანაკვეთური შრომის მომატებული ტარიფით ანაზღაურებას; გარანტირებულ შესვენებას, დასვენებას და შვებულებას; სამსახურიდან ადამიანების უმიზეზოდ განთავისუფლების აკრძალვას; კონსულტაციებსა და ინფორმაციის გაცვლას დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის; მასობრივი დათხოვნის შემთხვევაში, დასაქმებულებისათვის გარკვეული გარანტიების მიცემას“, – განმარტავს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, იმისავის, რომ ეს კანონი იყოს ქმედითი, შემუშავებულია ზედამხედველი ორგანოს - შრომის ინსპექციის კანონი და კანონში გათვალისწინებულია აღსრულების მექანიზმები, მათ შორის სანქციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ არც კი წარუდგენიათ.

„დღეისთვის, პროექტი მომზადებულია, ჩატარდა პირველი შეხვედრა დაინტერესებულ 30-მდე ორგანიზაციასა და უწყებასთან. ამასთან, დაგეგმილია კიდევ მრავალი დეტალური განხილვა და მხარეთა პოზიციების დაახლოება. შენიშვნები მოწოდებული აქვს სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ბიზნეს ომბუდსმენს, სამინისტროებს. იგეგმება შენიშვნების გაანალიზება და პოზიციათა დაახლოება“, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]