weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან 2 დაიწუნეს

14:31 სამშაბათი, 25 ივლისი 2017

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატის შესარჩევად კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი მოსამართლიდან მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია.

კოლეგიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლადო ჭანტურია ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. შესაბამისად, ის კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს. რაც შეეხებათ მოსამართლეობის ორ კანდიდატს სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს, მათ სტრასბურგის მოსამართლეობისთვის საკმარისი გამოცდილება არ აღმოაჩნდათ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული შოთა გეწაძის „ახალგაზრდა ასაკსა“ (35 წლის) და შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6.5 წელი), ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში და „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.

ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შეტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1-ელ მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ − სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა. სია სტრასბურგის სასამართლოს ივნისში გადაეგზავნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლე ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოდან ახალი კანდიდატის შერჩევა ვერ მოხერხდა, მას უფლებამოსილება ექვსი თვით გაუხანგრძლივდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]