weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

11:16 სამშაბათი, 08 ოქტომბერი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები სასამართლოს შესავალ სიტყვებს წარუდგენენ და საკუთარ პოზიციებზე ისაუბრებენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყო.

მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისს დააკავეს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაშია. პროკურატურა მას 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს მორის მაჩლიკაშვილის ბრალეულობას.

„ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც არ შეიცავენ მითითებას მაჩალიკაშვილის მხრიდან რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, ხოლო ვიდეომასალა არ უთითებს მორის მაჩალიკაშვილის განზრახვაზე, ყოფილიყო ჯგუფური ძალადობის მონაწილე. ჩვენს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიზანს, ბიძამისის, მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა და მას რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია. გამოვიკვლევთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და მორის მაჩალიკაშვილის ბრალეულობის გაბათილებას შევეცდებით “, – აცხადებს EMC.

EMC იმედოვნებს, რომ საქმის სასამართლოში განხილვის დროს დაცვის მხარეს შესაბამისი არგუმეტების წარდგენის შესაძლებლობა ექნება და სასამართლო შეძლებს სწორი სამართლებრივი შეფასებების გაკეთებას.

მორის მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია. ის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ, კარავში იმყოფებოდა. ამ გზით ისინი ითხოვდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას და დამნაშავე პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

ამ თემაზე:

მორის მაჩალიკაშვილის დაკავება შესაძლოა მის ბიძაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს – EMC

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]