weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

TV 25-ის ჟურნალისტები მუქარის ფაქტებზე შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

17:00 სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2019

აჭარაში ბაზირებული ტელეკომპანიის TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სულხან მესხიძე და ჟურნალისტი ეკა ბარამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ მუქარის ფაქტებზე, რომლის ავტორიც, მათივე თქმით, ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე, მედეა მამულაძეა. სწორედ TV 25-ის სიუჟეტის შემდეგ გაათავისუფლეს მამულაძე საბავშვო ბაღის გამგის პოზიციიდან.

სიუჟეტი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შორის მომხდარ ჩხუბზე მოგვითხრობდა. ამასთან, თანამშრომლები მამულაძეს შევიწროვებაში ადანაშაულებდნენ.

ჟურნალისტების ცნობით, მამულაძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების შემდეგ პოლიციას მიმართეს, გამოძიება სექტემბერში დაიწყო, მაგრამ მამულაძე ისევ აგრძელებს მათზე ზეწოლას.

„მიუხედავად იმისა, რომ მედეა მამულაძე ფიზიკური ანგარიშწორებით მემუქრებოდა, რისი ფოტომტკიცებულება და საქმეში მისი აღიარებითი ჩვენება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე კონკრეტული შედეგი დღემდე ვერ დადო. დაუსჯელობის პრაქტიკამ რა გამოიწვია? მუქარა სამსახურეობრივ ფარგლებს გასცდა და

ახლა იგი ჩემს ცოლს ურეკავს, ემუქრება და ავიწროვებს. მედეა მამულაძე ჩემს ცოლს ეუბნება, თითქოს მე მას ყოველდღე როგორც კაცი ქალს ვურეკავ და ვავიწროვებ“, - აღნიშნავს სულხან მესხიძე.

TV 25-ის ჟურნალისტების მიმართ მუქარას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებას, დროულად დაასრულოს დაწყებული გამოძიება, რათა შეწყდეს ჟურნალისტების მიმათ მუქარა და მათ თავისუფლად შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება. აგრეთვე, სამართალდამცავებმა გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს TV 25-ის ჟურნალისტებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]