weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გორის სოფელ ქვეშთან საოკუპაციო ძალებმა 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს

22:43 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვეშთან ახლოს 28 წლის ზაქრო ბუთხუზი დააკავეს. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა თავის ბაღში იმყოფებოდა. მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ სოფელ არცევს ესაზღვრება.

ზაქრო ბუთხუზის მამის გოგიტა ბუთხუზის თქმით, ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არ დაკავშირებიან, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ მისი შვილი ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების მიერ ზაქრო ბუთხუზის დაკავებას ადასტურებს. სუს-ის ინფორმაციით, ცხინვალთან ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ზაქრო ბუთხუზი უკვე მეორედ დააკავეს. 4 წლის წინ მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]