weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზარდიანთკართან დაკავებულ გენადი ბესტაევს ცხინვალში პატიმრობა შეუფარდეს

22:21 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან, 21 ნოემბერს დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სოფელ ხელჩუასთან დაკავებულ 51 წლის ბესტაევს, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ჩხრეკისას 9 გრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.

მის წინააღმდეგ ცხინვალის მილიციამ გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო. ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]