weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

18:01 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღეს გამართული სასამართლო პროცესი დახურული იყო. პროცესს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა არ აღიარა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული ბრალი. საოკუპაციო რეჟიმი მისგან საზღვრის დარღვევის აღიარებას ითხოვს, რასაც პატიმრობაში მყოფი ექიმი ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა და მას არაფერი დაურღვევია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებების მიხედვით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი პარტნიორი სახელმწიფოების ყველა პოლიტიკური დედაქალაქის დღის წესრიგშია.

ამ თემაზე:

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. „საზღვრის“ დარღვევას არ აღიარებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]