weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორს თანამშრომლები სასამართლოში უჩივლებენ

12:27 ოთხშაბათი, 11 მარტი 2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი შორენა ღლონტი, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე უახლოეს დღეებში, აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავენ.

მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნა მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა. მათ ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგსი ცენტრი დაიცავს.

ბოლო რამდენიმე კვირაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შრომითი პირობები გაუუარესა, შეუზღუდა, ან მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა.

2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ.

2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს რადიო მაუწყებლობის სამსახურში.

2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

2020 წლის 6 მარტს ისე, რომ დირექტორმა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები არ დაიცვა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეუზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და ეთერიდან მოხსნა.

EMC-ის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს. „მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს“, - აცხადებს თამთა მიქელაძე, EMC-ის ერთ-ერთი დირექტორი.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]