weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ოკუპირებულ ხურვალეთში დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი დააკავეს

18:57 შაბათი, 18 აპრილი 2020

ოკუპირებულ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 87 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი მალხაზ ვანიშვილი და მისი მეუღლე დააკავეს.

როგორც დათა ვანიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, ჯერ დააკავეს მისი შვილიშვილი, რომელიც ახალგორში იმყოფებოდა და მერე ჯარისკაცებმა სახლში მიაკითხეს ქალის წასაყვანად.

„ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს. ახალგორში იყო და იქიდან წაიყვანეს. დილით მოვიდნენ და ქალი აქედან წაიყვანეს. რა დააშავეს? გოგო ტირილით გაიყვანეს. აქ რა უნდა ქართველსო. ექვსნი მაინც იყვნენ“, - ამბობს დათა ვანიშილი.

მალხაზ ვანიშვილი წლებია ვლადიკავკაზში ცხოვრობს და პაპასთან სანახავად პერიოდულად ჩადის. ის ხურვალეთში მცხოვრებ ქალზე 5 თვის წინ დაქორწინდა.~

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება“.

სოფლების, დირბისა და ტახტისძირის მცხოვრებლების თქმით, მათ კუთვნილ მიწაზე რამდენიმე დღეა საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ბანერები და ღობეები აღმართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიისა პირობებში, მითუფრო, აღდგომის დღესასწაულის წინა დღეებში მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია გამიზნულად ცდილობს ადგილზე ვითარების ესკალაციას და უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებას.

„აღნიშნული ნაბიჯებით რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმი გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს კონფლიქტით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მწვავე ჰუმანიტარული შედეგები. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელების დაკეტვას და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკვე ემსხვერპლა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები არაერთი ადამიანი, რომელთაც აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით არ მიეცათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]