weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველომ რუსეთში სამი პირის ექსტრადიცია განახორციელა

12:12 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

საქართველომ რუსეთის ფედერაციას რუსეთის ორი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე გადასცა. ექსტრადიცია 21 აპრილს განხორციელდა. ბრალდებულების გადაცემის ამსახველი ვიდეო ვლადიკავკაზის პოლიციამ გაავრცელა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან „რეგინფოს“ შემდეგი ინფორმაცია მოაწოდეს:

რუსეთის მოქალაქე მაქსიმ ფატეევს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2020 წლის აგვისტოში მიმართა. 2020 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო ფატეევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია; გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომაც. სასამართლომ უარი უთხრა ფატეევს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც. ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე, 21 აპრილს განხორციელდა ფატეევის რუსეთში ექსტრადიცია.

რუსეთის მოქალაქე კურბან ომაროვს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ საშუალო სიმძიმის დაზიანებაში დახმარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. მისი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას 2019 წლის 2 სექტემბერს მიმართა. 2019 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია ომაროვის ექსტრადიცია. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც, სადაც წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ომაროვის ადვოკატმა გაასაჩივრა. სასამართლომ უარი უთხრა ომაროვს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც.

აზერბაიჯანის მოქალაქეს თემურ ღარიბოვს ბრალად ედება  ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილობა. მისი ექსტრადიცია რუსეთის მხარემ 2019 წლის 2 სექტემბერს მოითხოვა. ღარიბოვის დაკავება, მისთვის საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდება და ექსტრადიციის მოთხოვნის განხილვა წარიმართა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო შემდეგ, ღარიბოვის ადვოკატის მიმართვის საფუძველზე, საკითხი განიხილა უზენაესმა სასამართლომ და ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]