weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე ძებნილი გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთში დააკავეს

18:30 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის მსჯავრდებული გიორგი ლიპარტელიანი ჩეხეთში დააკავეს. გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მსჯავრდებული ექსტრადიცია უკვე მოხდა და ის სასჯელს საქართველოში მოიხდის.

2019 წლის აპრილში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლიპარტელიანი ამ დროისთვის საქართველოში აღარ იმყოფებოდა, ამიტომ სახელმწიფომ საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოაცხადა.

სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გიორგი ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის სალომე ტატიშვილს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.

„საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]