weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქალზე ან/და ოჯახში მოძალადე ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლდება 

23:25 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა თანმდევი ცვლილებების პროექტი.

შსს-ს განმარტებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად იქმნება დამატებითი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტიანობის ასამაღლებლად. 

კანონის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისას მხედველობაში იქნება მიღებული, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.

„ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.

ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად სასამართლოს წარედგინება“, განმარტავს შსს.

ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებსაც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინებით დამცავი ორდერის მოქმედების ვადა იზრდება 9 თვემდე, ნაცვლად 6 თვისა. ფართოვდება ოჯახის წევრის დეფინიცია, ოჯახის წევრის ჩამონათვალს ემატება წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, მეურვეობასა და მზრუნველობაში მყოფი პირი.

საკანონმდებლო პაკეტი ძალაში 2020 წლის პირველ სექტემბერს შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]