weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველმა შაქარაშვილის საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურას მიმართა

11:50 სამშაბათი, 14 ივლისი 2020
ფოტოზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფოტოზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გენერალურ პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. აპარატი აპირებს, შეისწავლოს გამოძიების ეფექტურობა და შეაფასოს სხვადასხვა პირთა უფლებრივი მდგომარეობა.

„ვფიქრობთ, ჩვენი როგორც მიუკერძოებელი მხარის შეფასება, მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის და ხელს შეუწყობს ამ საქმეზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ, 13 ივლისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და საქმის მსვლელობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას გარდაცვლილის ოჯახი მხარს უჭერს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება. პირის სიცოცხლის მოსპობის ნებისმიერ საქმეზე სახელმწიფო ორგანოების უპირველესი ვალდებულება ეფექტიანი გამოძიების წარმოება და პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებაა“, – აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17-ვე ბრალდებული მოინახულეს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზადყოფნას საქმის შესწავლის პარალელურად შევხვდეთ და მოვუსმინოთ ბრალდებულთა ადვოკატებს, რათა მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია გამოძიების მისამართით მათი წუხილების ან/და საპროცესო უფლებდარღვევების თაობაზე“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

 

ამ თემაზე:

შაქარაშვილის მშობლებმა სახალხო დამცველს „მთავარი არხის“ ბულინგისგან დაცვა სთხოვეს – ნიკოლაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]