weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტის ცემისთვის მერიის თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს

22:54 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

ახალციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემის საქმეზე, პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს. რეგიონული გამოცემა "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ბრალდებულები ახალციხის მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არიან. მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზაზა გელაძე – ქალაქ ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე იყო. ახლა ის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელია.

დავით სამსონიძე – ახალციხის მერის რწმუნებულია ქალაქის ერთ–ერთ უბანზე.

გიორგი ლონდარიძე – ახალციხის დასუფთავების სამსახურის, შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელია.

ნოდარ კურტანიძე – დასუფთავების სამსახურში მუშაობდა, საიდანაც დაახლოებით ერთი წლის წინ გაათავისუფლეს.

გრიგოლ რუხაძე – ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილი თანამშრომელია.

გელაძეს, სამსონიძეს, ლონდარიძესა და რუხაძეს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 1–ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ. ნოდარ კურტანიძე კი სსკ-ის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით არის ბრალდებული, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის. კურტანიძეს გირაოს სახით 5000 ლარი შეეფარდა, დანარჩენებს კი სამ-სამი ათასი.

ახალციხეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი ბეგლარ კაპანაძე, მისი 82 წლის მამა და შვილი 16 ივლისს ცემეს. გამოძიების მასალების მიხედვით, კაპანაძეები ურავლის მთიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ გზა გადაუკეტეს ახალციხის მერიის მოქმედმა და ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც ქალაქგარეთ ერთ-ერთი სასულიერო პირის დაბადების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდნენ და კაპანაძეები ცემეს იმის გამო, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდნენ მხარს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]