„დაწყებული გვაქვს გამოძიება, სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას. დაზიანდა ნივთი, შესაბამისად გამოძიება დაწყებულია ამ მუხლით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარეობს გამოკითხვა და შესაბამისი ინფორმაციის მიღების საფუძველზე მოხდება კვალიფიკაციის ცვლილება“, - განაცხადა საბანაძემ.
თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე ინტერნეტგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დღეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტი უბანზე მომხდარ დაპირისპირებას იღებდა, რა დროსაც ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებით აგინა და მინდია გაბაძეს ფეხი დაარტყა. დაზიანდა ჟურნალისტის კუთვნილი ტელეფონი.