weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლება ექნება

00:38 შაბათი, 19 დეკემბერი 2020
ფოტოზე - მოსამართლე გიორგი კვერენჩხილძე ფოტოზე - მოსამართლე გიორგი კვერენჩხილძე

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმა, რომელიც დაზარალებულს უკრძალავდა პროკურატურიდან წაეღო სისხლის სამართლის საქმის ასლები და გასცნობოდა სხვა ადგილას, საჯარო მოხელეების ზედამხედველობის გარეშე.

მოსარჩელე კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენდა. საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაზარალებულს საქმის მასალებს აცნობდნენ პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში შესაბამისი პროკურორის ან გამომძიებლის ზედამხედველობის ქვეშ.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ეს აკრძალვა სცნო არაკონსტიტუციურად, ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა ასლების მიღების შესაძლებლობა მაშინაც კი, როცა ამით ზიანი არ მიადგებოდა გამოძიების ინტერესებს, ასევე ასლების მიღებით არ მოხდებოდა სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების გასაჯაროების შესაძლებლობა.

დაზარალებულს ბლანკეტურად, ყველა შემთხვევაში ერთმეოდა სისხლის სამართლის საქმის მასალების მიღების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარალმენტს მიანდო იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ ვის უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაღების ხარჯები: დაზარალებულს თუ სახელმწიფოს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულია ყველა ადამიანის უფლება, საჯარო დაწესებულებაში გაეცნოს მასზე არსებულ ინფორმაციას. საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დარღვევა დაადგინა ამ საქმეში, ვინაიდან დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს არ ჰქონდა მის შესახებ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოში დაცული ინფორმაციის ასლის სახით მიღების შესაძლებლობა“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.     

საქმეზე გადაწყვეტილება კოლეგიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაში არიან მოსამართლეები - ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და ხვიჩა კიკილაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]