weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

16:28 ორშაბათი, 11 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 83 ხმით დაამტკიცა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტი ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტმა მხოლოდ რედაქციული ცვლილებები განიცადა.

„ამნისტიის შესახებ“ კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.

კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე−124-ე მუხლებით, 152-ე მუხლით, 165-ე მუხლით, 168-ე მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 206-ე მუხლით, 207-ე მუხლით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი−მე-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა: 

  • სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2071 მუხლით, 2072 მუხლით ან 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით, 1891 მუხლით ან 213-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით ან მე-2 ნაწილის „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით ან 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 199-ე მუხლით, 2041 მუხლით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 278-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 208-ე მუხლით ან 211-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. 

სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირს, რომელსაც სასჯელის სახით შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელი შეეცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით და მის ვადად განესაზღვროს ოცი წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტი მსჯავრდებულის უფრო ადრე გათავისუფლებას ითვალისწინებს. 

სასჯელი გაუნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა: 

  • სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული; 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 2001 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; 
  • სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით ან 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051 მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 

ერთი მეოთხედით სასჯელი შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლით, 217-ე მუხლით, 2381 მუხლის პირველი ნაწილით ან 265-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

ერთი მეოთხედით სასჯელი შეუმცირდება პირს, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 

ერთი მეოთხედით სასჯელი შეუმცირდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა: 

  • სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული; 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი; 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით ან 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. 
  • სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]