weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

სახალხო დამცველი - თამარ მეარაყიშვილის დაკავება მისი იძულებაა, სამუდამოდ დატოვოს ახალგორი

23:25 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად.

თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სახალხო დამცველი აფასებს როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლას და მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

"ეს დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. შემაშფოთებელია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლამ რეგულარული ხასიათი მიიღო", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

16 აგვისტოს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით. ამის გამო იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლებისაგან, რაც ამა წლის ივლისის თვეში მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით დასრულდა.

თამარ მეარაყიშვილის ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ახალგორში იმყოფებიან, უცნობია რა ბრალდებით არის ის დაკავებული. მეარაყიშვილის დედამ დაკავებული შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვება სცადა, თუმცა ის ახალგორის რაიონულ პროკურატურაში არ შეუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]