weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

„უფლებები საქართველო“ ადვოკატის დაკავებისთვის პოლიციელების გათავისუფლებას მოითხოვს

17:32 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს და დაუმორჩილებლობის საფუძვლით სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დაიცავს. სასამართლო თუთბერიძის საქმეს 12 თებერვალს განიხილავს.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ შოთა თუთბერიძის მიმართ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

„მოვითხოვთ, რომ ადვოკატის უკანონო დაკავებაში მონაწილე ყველა პოლიციელმა, კანონის შესაბამისად, დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დროულად და დამაჯერებლად გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და საქმე სასამართლოში წარმართოს“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია.

შოთა თუთბერიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 8 თებერვალს დააკავეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძვლებისა და ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდა.

თუთბერიძის განმარტებით, პოლიციელებმა მას მობილური ტელეფონი ხელიდან გააგდებინეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის მანქანაში მოათავსეს. რამდენიმე საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს, თუმცა, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

შოთა თუთბერიძის მიმართვის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს წერილობით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებს და ითხოვს, აღნიშნული საქმე გომელაურმა პირად კონტროლზე აიყვანოს.

დაკავების დღეს პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო შოთა თუთბერიძემ სოციალურ მედიაში გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]