weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გეის, რომელსაც ეგვიპტეში დევნიან, საქართველომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

18:24 პარასკევი, 18 აგვისტო 2017
გეის, რომელსაც ეგვიპტეში დევნიან, საქართველომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა ფოტო © "თანასწორობის მოძრაობა"

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც თავის ქვეყანაში რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით იდევნება, საქართველოთავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ლტოლვილთა სამინისტროს განმარტებით, მისთვის თავშესაფრის მიცემა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ვაგდია ელკორაეიმ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის იანვარში მიმართა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ვაგდი ისლამიდან ქრისტიანობაზე ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნის დროს გადავიდა. ამასთან, იგი არის გეი, რის გამოც სამშობლოში დაბრუნებისას მას 3 წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა ემუქრება. კერძოდ, სამშობლოში მას ბრალი წაუყენეს თავაშვებულობის, სახელმწიფო წეს-ჩვეულებათა და ტრადიციათა დარღვევის გამო.

ლტოლვილთა სამინისტროს უარში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადასტურებულია, რომ ვაგდია ელკორაე აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. კერძოდ, მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

მიუხედავად ამისა, ლტოლვილთა სამინისტრო უარს აცხადებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. მოცემული განმარტებით, არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ელკორაეის საქართველოში ყოფნა მნიშვნელოვანი გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა. გაუგებარია, თუ რას ეფუძნება სამინისტროს ვარაუდი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა გარემოებების გამო ეწინააღმდეგება ვაგდია ელკორაეის საქართველოში ყოფნა ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

„თანასწორობის მოძრაობის“ დახმარებით, ლტოლვილთა სამინისტროს უარი ვაგდიმ ელკორაეიმ სასამართლოში გაასაჩივრა. საჩივარი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]