weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია 5000 ლარით დააჯარიმა

14:03 ოთხშაბათი, 28 აპრილი 2021
ფოტო  © მოძრაობა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო © მოძრაობა სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია, შპს ეკნა რინიუებლზი“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ მიიღო. 

12 საათიდან სასამართლოსთან აქციას მართავდნენ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები. როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილებ მიიღო.

„კომპანია მნიშვნელოვანი დარღვევბით აწარმოებს სამუშაო პროცესს რიონის ხეობაში. ამას მთელი სტრუქტურა, სამინისტრო თუ სხვადასხვა ჩინოვნიკები მუდმივად ადვოკატირებას უწევდნენ იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი წესრიგშია და არანაირი დარღვევა არ აქვს, თუმცა, დღეს სასამართლომ კანონმდებლობასთან შესაბამისად, გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ის დარღვევბი, რაც მართლა არსებობდა ხეობაში, დეკლარირებულად დადასტურდა“, – თქვა გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებმა წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლეს. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ერთ-ერთი წყალტუბოს მერი, გრიგოლ იოსელიანი იყო, ვინც აცხადებდა, რომ რიონის ხეობაში „ენკა რინიუებლზი“ სამუშაოებს კანონის ფარგლებში აწარმოებდა. 

„საცხოვრებელ ბინებზე, რომლებიც კომპანიამ ხეობაში ააშენა, ამბობდა, რომ ნებართვები სწორად არის გაცემული. დღეს თავად სამინისტრო ედავება კომპანიას, რომ მას არ აქვს ნება, რომ იქ საცხოვრებელი სახლები დაედგა. გადავინაცვლებთ მერიასთან. რა თქმა უნდა, პრეტენზია გვაქვს მერთან, იქ გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ენკა რინიუებლზი“ საქმის განხილვისას არც ერთხელ არ გამოცხადდა პროცესზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები გასული წლის 16 ოქტომბერს მას შემდეგ შეამოწმა, რაც ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ საჩივრით გარემოს დაცვის მინისტრს მიმართა. „მწვანე ალეტრნატივა“ რეაგირებას ითხოვდა „ენკას“ უკანონო საქმიანობაზე, რადგან კომპანიას პირობები შესრულებული არ ჰქონდა და შესაბამისად, მშენებლობაც არ უნდა დაეწყო. კომპანიას არ შეუსწავლია წყალსაცავების დატბორვის არეალში განვითარებული გეოდინამიკური პროცესები. არც ბუნებრივი კატასტროფების პრევენციული ღონისძიებებისა და ავარიებზე რეაგირების სამოქმედო გეგმები აქვს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ენკას“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ „მწვანე ალტერნატივას“ განმეორებითი საჩივრის შემდეგ, 2021 წლის 18 იანვარს შეუდგინა. 

სამინისტრო „მწვანე ალტერნატივას“ 5 თვის განმავლობაში უმალავდა ინფორმაციას დარღვევების შესახებ. 19 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ მესამედ მიმართა მინისტრს და შემოწმების მასალები მოითხოვა. ამჯერად სამინისტრომ ინსპექტირების დასკვნა გამოაჩინა. ამასობაში „ენკამ“ რიონის ხეობაში კლდეები და მთები გადათხარა და სამუშაოებს ახლაც ინტენსიურად აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]