საქმის მასალების გაცნობის, მოწმეთა დაკითხვის და პროცესის გადადების შუამდგომლობით, სასამართლოს ადვოკატმა მიმართა. მოწმეების დაკითხვა ითხოვა პოლიციის თანამშრომელმაც. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მხარეების მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს. დაკავებულების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰომოფობიურ ნიადაგზე. „უცნობი პირები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო დაგვესხნენ თავს. პოლიციელები მოვიდნენ გასაშველებლად, მაგრამ მერე ისენიც წიხლებით შეგვდგნენ. შემდეგ დაგვაკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს. იქ არ გვაძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას, არც უფლებები განუმარტავთ“, – უთხრა ჟურნალისტებს თორნიკე კუსიანმა.
შსს–ს განმარტებით, საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.