weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმის სასამართლომ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ხელწერილით გაათავისუფლა

15:37 პარასკევი, 25 აგვისტო 2017
ბათუმის სასამართლომ „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ხელწერილით გაათავისუფლა ფოტო © ბათუმელები

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილით გაათავისუფლა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი, რომლებიც სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით დღეს, დილით დააკავეს.

საქმის მასალების გაცნობის, მოწმეთა დაკითხვის და პროცესის გადადების შუამდგომლობით, სასამართლოს ადვოკატმა მიმართა. მოწმეების დაკითხვა ითხოვა პოლიციის თანამშრომელმაც. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მხარეების მოთხოვნა დააკმაყოფილა. პროცესი 26 აგვისტოს, 12:00 საათზე გაიმართება.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი პოლიციელებმა ბათუმში დააკავეს. დაკავებულების განცხადებით, პოლიციელების მხრიდან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰომოფობიურ ნიადაგზე. „უცნობი პირები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო დაგვესხნენ თავს. პოლიციელები მოვიდნენ გასაშველებლად, მაგრამ მერე ისენიც წიხლებით შეგვდგნენ. შემდეგ დაგვაკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს. იქ არ გვაძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების საშუალებას, არც უფლებები განუმარტავთ“, – უთხრა ჟურნალისტებს თორნიკე კუსიანმა.

 შსს–ს განმარტებით, საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]