weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

OHCHR სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციატივის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს

16:15 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR) ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს.

„სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი არის დამოუკდებელი ინსტიტუტი, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს წამების პრევენცისა და პირადი ცხოვრების დაცვაში. 

მოგიწოდებთ, ინიციატივის უკან გაწვევისა და ადამიანის უფლებების ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ“, – ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნას ითვალიწინებს. კანონპროექტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, რომელიც ამ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წლის ივლისში, 6 წლის ვადით აირჩია.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებელი სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი კონსპირაციულად შეიმუშავა და მისი ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს, ასევე მის დეკრეტში ყოფნას დაამთხვია. 

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. გარდა ამისა, თოლორაიას ინფორმაციით, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან სამსახურის გარეშე დარჩება.

„ეს არის სამსახურის დასჯა - დამოუკიდებლობისთვის, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისთვის, კანონმორჩილებისთვის… სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება, პარლამენტის წევრების კომენტარებშიც პირდაპირ და მკაფიოდ არაერთხელ იქნა გამოხატული. დღეს უკვე, ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მის გუნდს არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ ამოძრავებს და მათი მიზანი ინსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმის გატარებაა. კობახიძის განცხადებით, 2018 წელს, ფაქტობრივად საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩამოყალიბებულიყო ორ ნაწილად, სადაც ერთმანეთისგან გამიჯნული იქნებოდა გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები.

ამასთან დაკავშირებით, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ ეს რეკომენდაცია მხოლოდ დღეს გახდა აქტუალური, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, შედგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]