weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

16 სექტემბრიდან რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე აღარ იქნება

16:45 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022

2022 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის მხარე აღარ იქნება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს მინისტრთა კაბინეტის 23 მარტის რეზოლუციაშია ნათქვამი.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (სტრასბურგის სასამართლო) განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ მხოლოდ იმ საჩივრებს, რომლებიც 16 სექტემბრამდე კონვენციის მუხლების სავარაუდო დარღვევას ეხება.

„მინისტრთა კომიტეტი გააგრძელებს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და მორიგებების აღსრულებაზე ზედამხედველობას. რუსეთის ფედერაციას მოეთხოვება მათი შესრულება“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ევროპული საბჭოდან რუსეთის გარიცხვის გამო, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას შესაძლოა პრობლემები შეექმნას.

„მრავალი საქმე არსებობს ომთან დაკავშირებით და საქართველო ყველა საქმეში გამარჯვებულია. ახლა არის აღსრულების ეტაპი და ბუნებრივია, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვის გამო, შესაძლებელია აღსრულებას გარკვეული პრობლემები შეექმნას. თუმცა, დადასტურებულია, რომ სიმართლე საქართველოს მხარეზეა“, – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს წევრობა შეუჩერდა, 16 მარტს კი საბჭოდან გაირიცხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]