weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Amnesty International: ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

12:02 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

საქართველოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტყელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორგანიზაციის დირექტორმა, მარი სტრუზერსმა განაცხადა, რომ გვარამიასთვის სასჯელის შეფარდება მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ განხორციელებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის უხეში აქტია.

„მას ახლა გისოსებს მიღმა წლების გატარება ემუქრება, რადგან მთავრობა განსხვავებული ხმების ჩასახშობად ძალისხმევას აძლიერებს. ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – აცხადებს მარი სტრუზერსი.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ ღრმად შეშფოთებულია ამ საქმის უკან არსებული პოლიტიკური მოტივაციით, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ განაჩენი არ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის დანაშაულის წინაპირობებს, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და სახალხო დამცველმაც დაადასტურეს.

„ნაკა გვარამიას დამნაშავედ ცნობა ხაზს უსვამს საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასთან დაკავშირებით მზარდ შეშფოთებას და ავლენს ხელისუფლების მზარდ გავლენას სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების ჩახშობას“, – აღნიშნავს მარი სტრუზერსი.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასამართლომ კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო და გვარამიას სასჯელი შეეფარდა იმისთვის, რაც „საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“. 

 

ამ თემაზე:

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]