weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი“ ბოშების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

14:34 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა სააგენტო „პირველს“, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.

სახალხო დამცველს განცხადებით ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა, რომლის თანახმად, 2016 წლის 24 ნოემბერს, მედია საშუალება „დაიჯესტმა“ გაავრცელა ვიდეო სახელწოდებით - „ამ ვიდეოში პირიქითაა ციგნის ბავშვი ფულს კი არ გთხოვთ, გჩუქნით!...“

ვიდეო რგოლში ნაჩვენებია სოციალური ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვები ფულს სთავაზობენ გამვლელებს. ხალხის უმრავლესობა, ნეგატიური რეაქციით პასუხობს შეთავაზებას და უხეშად ცდილობს ბავშვების თავიდან მოცილებას. ამასთან, ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვები მოხსენიებულნი არიან როგორც „ციგნები“. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიტყვა „ციგანი“, ატარებს დისკრიმინაციულ, ქსენოფობიურ, დამამცირებელ მნიშვნელობას და აღვივებს სიძულვილს, ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბოშა ბავშვების, როგორც ეთნიკური ჯგუფის მიმართ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მედია დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ცნობიერების ფორმირებასა და სწორი ღირებულებების, მათ შორის, ტოლერანტული, ბავშვის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებაზე.

სახალხო დამცველის განცხადებით, განსახილველი შემთხვევიდან ირკვევა, რომ სიუჟეტის მიზანია იმის დემონსტრირებაა, თუ რა უხეშად ექცევიან საზოგადოების წევრები ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებს - ვიდეო რგოლიდან იკვეთება, რომ მოქალაქეები ბოშა ბავშვებს უწოდებენ „ციგანს“, მიმართავენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე ბავშვს ხელის უხეში მოძრაობით აგდებს მისი მანქანიდან.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სიუჟეტის მომზადების მიზნის მიუხედავად, ავტორის მიერ დარღვეული იყო სტანდარტები, რომლითაც მედიის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არის უზრუნველყოფილი.

სახალხო დამცველმა მედიასაშუალებას მიმართა, რომ „ფეისბუქის“ გვერდიდან აიღოს სადავო ვიდეო და მომავალში, სიუჟეტის ან სხვა მასალის მომზადებისას, არ გამოიყენონ ისეთი ტერმინები, რომელიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს ან/და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]