weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები თვითნებურად აიღეს

16:44 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017
ბათუმში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები თვითნებურად აიღეს ფოტო © აჭარის ტელევიზია

ბათუმის ორ სკვერში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები მშობლებმა თვითნებურად აიღეს. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშობლების ნაწილს სკვერში ადაპტირებული ატრაქციონები არ მოსწონს, ნაწილი კი ამბობს, რომ საქანელებს მათი შვილებიც იყენებენ და ზიანდებიან.

ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს. თვითნებურად ჩამოსხნილ საქანელებს კი სკვერში უახლოეს დღეებში ხელახლა დაამონტაჟებენ. 

მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები. მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების მონტაჟი ქალაქის 6 სკვერში მიმდინარეობს. ატრაქციონებზე დატანილია სპციალური ნიშანი, თუმცა მათი არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები მაინც დაფიქსირდა.

„ეს ატრაქციონები გამიზნულია მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქანელა გამაგრდება ჯაჭვებით, რომელიც იქნება ჩაკეტილი და გასაღები გადაეცემა იმ ოჯახს, რომელსაც შშმ პირი ჰყავს, ან გამგებელს“, - აღნიშნა „ბათუმის კორპუსის“ წარმომადგენელმა ლევან ბოლქვაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ საუბრისას.

ბათუმის მერიაში აპირებენ, რომ შშმ პირების უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია ჩაატარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]