weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა რაოდენობა საგანგაშოა - სახალხო დამცველი

10:31 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სამუშაო ადგილზე 4 მუშა დაიღუპა, 5 კი დაშავდა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ვითარება საგანგაშოა და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ მოითხოვს მკაცრი ზომების მიღებას.

პირველი შემთხვევა ბათუმში, 8 სექტემბერს მშენებლობაზე მოხდა და მას 2 მუშა ემსხვერპლა. მეორე შემთხვევაში თბილისში, 16 სექტემბერს ყოფილი კიბერნეტიკის ინსტიტუტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მესამე შემთხვევაში თბილისში, 28 სექტემბერს მშენებლობაზე დასაქმებული მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. მეოთხე ფაქტს ბათუმში, 30 სექტემბერს ქონდა ადგილი, როდესაც მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 5 მუშა დაშავდა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ დრომდე არ ჩანს მყარი პოლიტიკური ნება ეფექტიანი შრომის ინსპექციის დროულად შესაქმნელად. ნაცვლად პრევენციული ღონისძიებების გატარებისა, სახელმწიფო პასიურ როლშია. ვერ ხერხდება ადეკვატური რეაგირება უკვე მომხდარ შემთხვევებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, პრიორიტეტულად მიიჩნიონ უსაფრთხო სამუშაო გარემოს დროულად უზრუნველყოფა ქვეყანაში, დაუყოვნებლივ გაატარონ ზომები ეფექტიანი შრომის ინსპექციის შესაქმნელად და მის პრაქტიკაში ასამოქმედებლად.

დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვა და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური კამპანია – „გახადე შრომა უსაფრთხო“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც წამოწევს შრომის პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს, შესაბამის საჭიროებებსა და განსახორციელებელ ცვლილებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]