weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს მთავრობას ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დაეკისრა

17:53 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების მსხვერპლი ყოფილი პატიმრის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას 3 000 ევროს გადახდა და გამოძიების წარმოება დააკისრა. საქართველოს მოქალაქე დ.ჩ.-მ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი 2014 წელს შეიტანა და განაცხადა, რომ 2012 წლამდე იგი იყო N8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

დ.ჩ.- ს სამართლებრივი დახმარება არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაუწია. ორგანიზაციის განცხადებით, დ.ჩ.-ს ცემისა და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების გამო, მხედველობა არსებითად გაუუარესდა. შესაბამისად,დ.ჩ., რომელიც პროფესიით მხატვარია, ვეღარ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოში არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინა. საჩივარი სასამართლოში გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-13 (არაეფექტური შიდასახელმწიფოებრივი დაცვის საშუალება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქართველოს ხელისუფლებამ ცალმხრივი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

სტრასბურგის სასამართლოში დ.ჩ.-ს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი წარმოადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]