weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტყიბულში მინდელის მაღაროში სავარაუდოდ 4 ადამიანი დაიღუპა

20:25 სამშაბათი, 09 მაისი 2017
ტყიბულში მინდელის მაღაროში სავარაუდოდ 4 ადამიანი დაიღუპა ფოტო: © ჟურნალი "ლიბერალი"

ტყიბულში მინდელის მაღაროში სავარაუდოდ ოთხი ადამიანი დაიღუპა. „საქნახშირის“ დირექტორის ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, ბაგირის სარემონტო სამუშაოების დროს 4 მაღაროელი დაახლოებით 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა. დაკარგული მაღაროელების ამოყვანის მიზნით სამძებრო–სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში გაემგზავრნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გამოძიება დაიწყო 121 შემთხვევაში აქედან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 21 შემთხვევაში. 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა და სულ მცირე, 2–3 დღეში ერთხელ დგება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]