weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „ბუღას“ რეკლამები სექსისტურია

15:06 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რომ სააქციო საზოგადოება „წყალი მარგებელის“ ენერგეტიკული სასმელის „ბუღას“ შეფუთვის შინაარსი და სარეკლამო კამპანია სექსისტურია.

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის“. სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა“ არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის“. სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა“ განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის“.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას“ შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სექსისტური გამონათქვამების ან/და ფოტო/ილუსტრაციის შემცველი რეკლამა ხელს უწყობს ერთ-ერთი სქესის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გაღრმავებას, წარმოადგენს დისკრიმინაციის ხელშემწყობ საშუალებას და ამართლებს ასეთ პრაქტიკას.

სახალხო დამცველმა კომპანია „წყალ მარგებელს“ მოუწოდა, რომ მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი იმგვარად, რომ არ უწყობდეს ხელს ქალების ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, პატივი სცეს მომხმარებელთა უფლებებს და საქმიანობის პროცესში დაიცვას თანასწორობის პრინციპი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]