weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველი საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლას ითხოვს

12:45 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

2017 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა 7 უცხოელი პირისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და სამინისტროში კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლის წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის 7 მოქალაქეს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძვლით უარი უთხრა საქართველოში შემოსვლაზე. საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა სამინისტროდან ყველა საქმეზე გამოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი შემთხვევა გახდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლი; ასევე რომელი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს მოიცავდა „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები პრაქტიკაში“. სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არ მიაწოდა.

საკითხის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძვლად იყენებს და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგა კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა. „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, იგი ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]