weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

მარნეულში 17 წლის გოგონას მოტაცებისთვის 2 პირს ბრალი წაუყენეს

17:36 ოთხშაბათი, 10 მაისი 2017

მარნეულში არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებისთვის პროკურატურამ ორ პირს ბრალი წაუყენა. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ თაქალოს სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, 17 წლის გოგონა, 28 აპრილს, ქორწინების მიზნით მოიტაცეს. პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, არასრულწლოვან გოგონას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გრძელდება.

სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან იყო ჩართული და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავი უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფდა.

„მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად,  არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, 2017 წლის 1–ლი იანვრიდან ქორწინება დაიშვება მხოლოდ 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებს შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]