weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს სამინისტროს 17 მაისს აქციაზე დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა

19:12 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელიც  შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეებისთვის მორალური კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

„მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა მოსარჩელეთა ღირსება და პატივი დაეცვა შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან“, - ციტირებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ უზენაესი სასამართლოს განჩინებას.

აღნიშნული განჩინება საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 11 დეკემბრის მიიღო, მოგვიანებით, 2017 წლის მაისში კი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  2013 წლის 17 მაისს აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]