weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მოხეში მეჩეთის ასაგებად მუსლიმებს ნაკვეთი გამოუყვეს, სადავო შენობა ძეგლად აღიარეს

16:42 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017
მოხეში მეჩეთის ასაგებად მუსლიმებს ნაკვეთი გამოუყვეს, სადავო შენობა ძეგლად აღიარეს ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შექმნილმა კომისიამ ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში სადავო შენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „რეგინფოს“ სააგენტოში განუცხადეს, მოხეში მუსლიმებს მეჩეთის ასაშენებლად მუნიციპალიტეტის გამგეობა 1400 კვმ მიწის ნაკვეთს გამოუყოფს, სადავო შენობას კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მოხეში მცხოვრები მუსლიმების მოთხოვნა ძველი, ისტორიული მეჩეთის დაბრუნება იყო.

„ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელები არიან უშიშროების სამსახურების მიერ დანიშნული პირები და არა მუსლიმების წარმომადგენლები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე დაკავებულია მუსლიმების დისკრიმინაციით და მათი კონტროლით. ეს არის ისტორიული შენობა, ეკუთვნის მუსლიმებს და არის მეჩეთის შენობა. სირცხვილია, რომ იქ ადამიანებს ლოცვის უფლებას არ აძლევენ. ადგილობრივი მუსლიმები იქ გარეთ, მეჩეთის წინ ლოცულობენ და მათი მოთხოვნა იყო, რომ მეჩეთი დაებრუნებინათ“, – ამბობს ნაკაიძე.

2016 წლის ოქტომბერში მოხეში მუსლიმებმა ლოცვა სადავო შენობაში დაიწყეს. მალევე სამართალდამცავებმა შენობაში შესასვლელი გადაკეტეს.

სადავო შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნაგებობა არის მეჩეთი, თუმცა, შენობის კუთვნილების შესახებ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ იყო მიღებული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტშო შექმნილი კომისია სადავო შენობის საკითხს 2 წელზე მეტი სწავლობდა.

შენობის  კუთვნილების გაურკვევლობის  გამო მოხეში ადგილობრივ მოსახლეობას  შორის დაპირისპირება 2014 წელს მოხდა.

მუსლიმი მოსახლეობის მტკიცებით, მოხეს ცენტრში მდგომი შენობა მეჩეთია და ისინი მზად არიან, სალოცავი ბოლომდე დაიცვან, რასაც ქრისტიანი მართლმადიდებლები არ ეთანხმებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]