weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

მიკაილ კადიევმა ლტოლვილთა სამინისტროს თავშესაფრის თხოვნით მეორედ მიმართა

18:43 პარასკევი, 08 დეკემბერი 2017

წარმოშობით დაღესტნელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიკაილ კადიევმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქართველოში თავშესაფრის მიღების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სამინისტრო კადიევის საქმეს მესამედ ახალი კანონის საფუძველზე განიხილავს, რომელიც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

ადვოკატის განმარტებით, კადიევის საქმე აქამდე „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონით განიხილებოდა, რომელიც 2016 წლის ბოლოს ძალადაკარგულად გამოცხადდა.

„2017 წლიდან ძალაში შევიდა კანონი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომლითაც აქამდე განიხილებოდა კადიევის საქმე. ახალი კანონი შესაბამისობაშია დასავლურ სტანდარტებთან და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან. ის არ იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას და უფლებების დაცვისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, განსხვავებით ძველი კანონისგან, რომელიც ამ თვალსაზრისით უხარისხო იყო. ახალი კანონის გამო ხელახლა მოვითხოვეთ წარმოების დაწყება თავშესაფრის მინიჭების შესახებ. ახალი კანონით, წარმოების პროცესში ახალი სუბიექტი - პროკურატურა შემოდის და დავაყენეთ შუამდგომლობა, ის ფალსიფიცირებული საქმე, რომელიც რუსეთში კადიევის წინააღმდეგ არის აღძრული, გამოითხოვონ და მასზე ახალი კანონის შესაბამისად იმსჯელონ“, - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მიკაილ კადიევმა და მისმა ადვოკატმა ლტოლვილთა სამინისტროს დაღესტანში მოქმედი 4 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილიც წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, კადიევი რუსეთში იდევნება მრწამსის, გამოხატვის თავისუფლების და ასევე, უფლებადაცვითი საქმიანობის გამო. არასამთავრობოების განცხადებით, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაშიმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მიკაილ კადიევი 4 წელია საქართველოში თავშესაფრის მიღებას ცდილობს. რამდენიმე კვირის წინ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, როლითაც კადიევს უარი უთხრეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]