weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს ქისტაურში მომხდარი ფაქტი ოპერატიულად შეისწავლონ

18:55 ორშაბათი, 25 დეკემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მომხდარ ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოუწოდებს, ოპერატიულად და ეფექტურად შეისწავლოს მომხდარი ფაქტი.

„საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 22 დეკემბერს, გამთენიისას ათამდე შეიარაღებულმა სამართალდამცავმა, იარაღის აღმოჩენის  მიზნით, დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. ამ დროს სახლში მისი 31 წლის რძალი თ.ნ. და 1 წლის ბავშვი იმყოფებოდნენ. ჩხრეკისას თ.ნ. შეუძლოდ გახდა და ამ დრომდე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში. ოჯახის წევრთა განცხადებით, სამართალდამცავები პოლიციელებისთვის შეუფერებლად იქცეოდნენ და სახლიდან ისე წავიდნენ, რომ დახმარება არ შეუთავაზებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ არ გაგრძელდება მანკიერი პრაქტიკა და საქმის შესწავლას რეალური შედეგი უმოკლეს დროში მოყვება. არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები და შესაძლო გადაცდომის ჩამდენი კონკრეტული პირები გამოვლინდებიან და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამართალდამცავებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან მოქალაქეთა უფლებები და ინტერესები, რათა არ შეილახოს პირის ფუნდამენტური – სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები.

მისივე თქმით, ხოსიაშვილის ოჯახის წევრებმა პოლიციელთა მხრიდან შეუფერებელი ქმედებისა და გულგრილობის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთანაც ისაუბრეს. ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლის პროცესს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]