„2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორის შუამდგომლობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ ჩხრეკის ჩატარების თაობაზე გასცა განჩინება, რის საფუძველზეც, 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ქისტაურში, მოქალაქე დავით ხოსიაშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოვიდა მოქალაქე დავით ხოსიაშვილის შეტყობინება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოიკითხნენ დავით ხოსიაშვილი და მისი ოჯახის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის არაერთი მოსამსახურე, დაზუსტდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ, რითაც ირკვევა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა ყოველგვარი იძულებისა და ძალადობის გარეშე, რის შესახებაც შედგა შესაბამისი ოქმი.
ამასთან, იმავე დღეს მოხდა საქმეზე მოქალაქე დავით ხოსიაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მოწმის სახით გამოკითხვა, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია გააჩნიათ. ამოღებულია ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა.
პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დავით ხოსიაშვილის რძლის თინათინ შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავშირებულია ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასთან, ამ ეტაპზე არ შეიძლება ჩაითვალოს რელევანტურად, რადგან სამედიცინო კვლევებით დადასტურებულია, რომ მოქალაქე თინათინ შენგელიას აქვს მძიმე დაავადება (შსს-მ დიაგნოზის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გაავრცელა. ავტ), რამაც გამოიწვია შემდგომი გართულებები, კომატოზური მდგომარეობით, რისი დაკავშირებაც საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობასთან შეუძლებელია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს-მ ხოსიაშვილების სახლში ჩხრეკის ჩატარების ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტებიც გაავრცელა.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება, ვინაიდან მასზე არაუფლებამოსილი პირების წვდომამ, უკანონო გამოყენებამ, გამჟღავნებამ, შეცვლამ ან განადგურებამ, მონაცემთა დამუშავების დროს უსაფრთხოების ზომების დაუცველობამ შესაძლოა მძიმე მორალური ან მატერიალური ზიანი მიაყენოს პაციენტს და გამოიწვიოს მისი სტიგმატიზაცია.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, დასაშვებია მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.
ამ თემაზე:
რა კავშირი აქვს ქისტაურში 31 წლის ქალის კომაში ჩავარდნას პოლიციელების რეიდთან