weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-ს 17 მაისის აქციის მონაწილეებისთვის 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა

15:34 ორშაბათი, 15 მაისი 2017
შსს-ს 17 მაისის აქციის მონაწილეებისთვის 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2013 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილეთა სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 12 500 ლარის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ არაეფექტურად მიიჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული მოქმედებები.

„სასამართლოს შეფასებით, სამინისტრო ვალდებული იყო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გამოეყო შესაბამისი ოდენობის და შესაბამისი აღჭურვილობის მქონე პოლიციელები და გამოეყენებინა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი აქციის მონაწილეების დასაცავად“ , - განაცხადეს საია–ში.

2013 წლის 17 მაისს, ლგბტ პირების და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას დაპირისპირება მოჰყვა. სასულიერო პირებმა და მათთან ერთად მყოფმა ადამიანებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაამტვრიეს ავტომანქანების და სამარშრუტო ტაქსების საქარე მინები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]