დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს მას. დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შსს-ს კონკურსი აქვს გამოცხადებული.
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალი დეპარტამენტის შექმნა 2017 წლის ბოლოს დაანონსა. როგორც მან პარლამენტში განაცხადა, დეპარტამენტის შექმნის მიზანი საგამოძიებო პროცესში ადამიანის უფლებების დაცვაა.