weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პრეზიდენტის ინიციატივით, ზოგიერთ ნარკოდანაშაულზე შეწყალების წესი უფრო ჰუმანური გახდება

12:58 ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018

გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების წესში ცვლილებები შედის და უფრო ჰუმანური ხდება იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელიც ძალადობით ან ძალადობის მუქარით არ არის ჩადენილი.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განმარტებით, პრეზიდენტმა შეწყალების კომისიას მისცა საშუალება, რომ ვადის კრიტერიუმების გარეშე განიხილოს, იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაული, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის, შემოტანისა და ტრანზიტისა.

„შეწყალების კომისიამ ასევე არსებითად შეიძლება განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებული არიან სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფა. ​ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ეკონომიკური ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და ეს დანაშაულები მას არ ჩაუდენია ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

ის, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით არის ასეთი ჰუმანური მიდგომა შეწყალების მექანიზმში, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ საზოგადოებრივი პროცესებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, ასევე არაძალადობრივ დანაშაულებს, მათ მიმართ პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ჰუმანური მიდგომა“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

2013 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 3671 მსჯავრდებული შეიწყალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]