weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ზუგდიდის მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს

18:45 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

2018 წლის 6 თებერვალს, ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეს მკვიდრი პაატა როგავა დრანდის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პაატა როგავა 2017 წლის 5 აპრილს სოფელ რიყეს მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ იქნა დაკავებული ე.წ. საზღვრის კვეთის და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით მას 2 წლით და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა „მისჯილი“.

სუს-ის განცხადებით, პაატა როგავას გათავისუფლების საკითხი დაკავების მომენტიდან დღემდე აქტიურად იყო დაყენებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, პაატა როგავასგათავისუფლება პოზიტიურ დინამიკას შესძენს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შემდგომ მუშაობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]