„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ლ.რ.-მ 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლ.რ.-ს დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მოხდა. დაკავებულის მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.