weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საია წვრილმანი ხულიგნობის მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

12:14 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საიამ სარჩელი კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით წარადგინა.

სარჩელის მიზნებისათვის, დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პროფანაციულ სიტყვას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურული საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა, ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა კი იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

საია მიიჩნევს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]