weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისის სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი განახლდება

12:06 ორშაბათი, 19 მარტი 2018

დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. მერაბ კვირიკაშვილს ბრალი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ედება, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.

პროკურატურის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა გაგრძელდება.

2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.

რამდენიმე კვირის წინ, ავარიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედამ, ნანა თოდუამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს. მისი თქმით, კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. „დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tiida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას“, - წერს ნანა თოდუა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]