„დღეს დანაშაული არ არის ქურდული სამყაროს წევრისთვის, ან ე.წ. კანონიერი ქურდისთვის მიმართვა, მაგრამ ამ კანონს რომ პარლამენტი მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თუ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. მოქმედი კანონმდებლობით, ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა, რაც გაიზრდება 7-დან 10 წლამდე. 9-დან 15 წლამდე გაიზრდება ე.წ. კანონიერ ქურდისთვის სასჯელი. დღეს ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულია და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ორგანიზებული დანაშაულის, კერძოდ ქურდული სამყაროს, კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაა.